მმართველი გუნდი იმ ფსევდოღირებულებებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც, მათივე თქმით, ქართველი ერის გლოვის პარალელურად, კარგად გამოჩნდა
მმართველი გუნდი იმ ფსევდოღირებულებებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც, მათივე თქმით, ქართველი ერის გლოვის პარალელურად, კარგად გამოჩნდა. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ იმ უცხოელი პოლიტიკოსების დუმილი, რომლებიც მუდმივად საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, კარგად აჩვენებს, რომ მათი ყველა სიტყვა ფარსია. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ ილაპარაკა ჯო უილსონზე. მმართველი გუნდი ქვეყანაში პროტესტის მომხრე ჯგუფზე, ენჯეოებსა და არსებულ კონტრასტზეც ამახვილებს ყურადღებას.
