სიონის საპატრიარქო ტაძარში, პატრიარქის საფლავზე მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე შეეძლებათ
სიონის საპატრიარქო ტაძარში, პატრიარქის საფლავზე მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე შეეძლებათ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიპროპოლიტის, შიოს კურთხევით, პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სიონის სააპატრიარქო ტაძარში სრული შემადგენლობით მივიდა დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. საფლავთან, გუნდის სახელით, გვირგვინი ხვიჩა კვარაცხელიამ მიიტანა. ფეხბურთელებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს და ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. ტაძარში მთელი დღის განმავლობაში მიდიან ადამიანები, რომლებიც პატრიარქის ღვაწლს იხსენებენ და მას მადლობას ეუბნებიან.
