გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთებული განცხადებები და ქმედებები მასზე წნეხს ემსახურება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთებული განცხადებები და ქმედებები მასზე წნეხს ემსახურება. კირ სტარმერმა ამ კომენტარით დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ კრიტიკაზე მიანიშნა. ბრიტანეთის პრემიერი განმარტავს, რომ წნეხის მიუხედავად, მას ირანთან ომში ვერ ჩაითრევენ. კირ სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი შესაძლოა გახანგრძლივდეს, რის გამოც მისი ქვეყანა ენერგო-უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით უნდა მოემზადოს.
