CBS NEWS-ს ირანის საგარეო უწყებაში უთხრეს, რომ შეერთებული შტატებისგან, შუამავლების საშუალებით, სამშვიდობო შეთანხმების წინადადებები მიიღეს და შეთავაზებულ პუნქტებზე ახლა თეირანში მუშაობენ.
დასავლურ მედიაში ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ტელეფონით ესაუბრა. ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა გუშინ გააკეთა, თუმცა თეირანმა დისკუსიების მიმდინარეობა უარყო.
