ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტის განხორციელებას იწყებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა მოაწერეს.კონტრაქტის ღირებულება 54 მილიონ ევრომდეა. სამუშაოების შესრულების ვადა კი სამი წელია. ქუთაისში წყალარინების ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ხელს შეუწყობს ქალაქში წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებას, გარემოს დაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბებას.
