ელენე ხოშტარიას სასამართლომ ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ელენე ხოშტარიას სასამართლომ ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სამართალდამცველებმა 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. ელენე ხოშტარიას ბრალად ედება კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანება. მოსამართლის განცხადებით, ხოშტარიას მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა. ის არ აღიარებს დანაშაულს, ასევე მის მიმართ 16-ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არცერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. შეფარდებული ჰქონდა გირაო, რომელიც ასევე არ გადაიხადა.
