საქართველოს ხელისუფლებას ევროპის სახალხო პარტიასთან ღირებულებითი კავშირი არ აქვს - ასეთია მმართველი გუნდის შეფასებები ევროპის სახალხო პარტიის სამი წევრის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე
საქართველოს ხელისუფლებას ევროპის სახალხო პარტიასთან ღირებულებითი კავშირი არ აქვს - ასეთია მმართველი გუნდის შეფასებები ევროპის სახალხო პარტიის სამი წევრის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე, რომლითაც ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2-ისა" და "პოსტივის" სანქცირებას ითხოვენ. თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მიზეზად დეზინფორმაციის გავრცელებას და ცილისმწამებლურ კამპანიას ასახელებენ, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებზე ამჯერადაც არაფერია ნათქვამი. ქრონიკა ევროპარლამენტარებს იმ მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს, რომლითაც დოკუმენტის შედგენისას იხელმძღვანელეს.
