მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოებს ატარებს. საკონსერვაციო სამუშაოების ზედამხედველობა-მონიტორინგის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოში იმყოფება საერთაშორისო ექსპერტი საიმონ კრისტოფერ გაი ვარაკი. მონიტორინგი მოიცავს საკონსერვაციო სამუშაოების მეთოდოლოგიური სისწორისა და შესრულების ხარისხის კონტროლს, ასევე საკონსერვაციო სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პრინციპებთან თავსებადობის უზრუნველყოფას.
