ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გამართული შეხვედრა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს „ინოვაციების შესახებ“ კანონით განსაზღვრული სტატუსების - ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა ძირითადი საქმიანობა წარმოადგენს კვლევისა და განვითარების მომსახურების გაწევას.
