ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა
ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია გელაპთან პარტნიორობით, მსოფლიო ბედნიერების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი 20 წლიან პერიოდში. მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველომ წლიური შეფასების 10 ბალიანი სისიტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა. საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა ისეთ კრიტერიუმში, როგორიცაა ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა. არჩევანის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს. კორუფციისგან თავისუფლების აღქმით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს.
