საქართველოს პირველი ლედი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება
საქართველოს პირველი ლედი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება. თამარ ბაგრატიონი, დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება სამუშაო სესია, რომელსაც მელანია ტრამპი გახსნის. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დისკუსიაც, სადაც მონაწილეები გაეცნობიან იმ პრაქტიკულ მიდგომასა და ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ციფრულ ეპოქაში ბავშვებს შესაძლებლობების გამოყენებასა და გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
