სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე არასრულწლოვანის იდენტიფიცირება მოახდინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე არასრულწლოვანის იდენტიფიცირება მოახდინა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განახორციელდა. ზარის ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება. არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს . მოქალაქეების გაფრთხილებასთან დაკავშირებით, ქრონიკას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, რომ სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის სამსახურების მიერ მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას
