კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი
სულიერი უდაბნოდან ჭეშმარიტ სარწმუნოებამდე - ასე აფასებენ ილია მეორის ნახევარსაუკუნოვან პატრიარქობას. “სიყვარულის პატრიარქი”, „ერთობის დაუღალავი მშენებელი“, “ერის გამაერთიანებელი” და მრავალი სხვა ეპითეტი, რითაც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მისი უწმინდესობა ამ დღეების განმავლობაში შეამკეს.
