საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში მელანია ტრამპის მიწვევით გაემგზავრა
საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში მელანია ტრამპის მიწვევით გაემგზავრა. თამარ ბაგრატიონი, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა.
