სპორტის მინისტრი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
სპორტის მინისტრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ძიუდოზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სპორტის სახეობაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე ილაპარაკეს.
