საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში მელანია ტრამპის მიწვევით გაემგზავრა
საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში მელანია ტრამპის მიწვევით გაემგზავრა. თამარ ბაგრატიონი, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა. სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს. მანამდე კი გაიმართება სამუშაო სესია, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი უმასპინძლებს. 24 და 25 მარტს სამიტში საქართველოს პირველ ლედისთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
