თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დაიხურა
თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირი 2 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. მძიმე წონაში ჩემპიონი ირაკლი დემეტრაშვილი გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილმა მოიპოვა. 90 კილოგრამში ოქროს მედალი ლუკა მაისურაძეს ერგო. ხოლო ბრინჯაოს ლუკა ჯავახიშვილი დაეუფლა. საქართველომ ტურნირზე გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
