გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, კირ სტარმერი დონალდ ტრამპს ელაპარაკა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, კირ სტარმერი დონალდ ტრამპს ელაპარაკა. „ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის აუცილებლობა გლობალური გადაზიდვების აღსადგენად. ისინი შეთანხმდნენ, რომ სრუტის ხელახლა გახსნა აუცილებელია გლობალური ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.
