საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში გაემგზავრა - თამარ ბაგრატიონი შეერთებული შტატებში ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით მიდის
საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში გაემგზავრა. თამარ ბაგრატიონი შეერთებული შტატებში ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით მიდის. ის მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა. სამიტის ფარგლებში, მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს. მანამდე კი გაიმართება სამუშაო სესია გაიმართება, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი უმასპინძლებს. 24 და 25 მარტს სამიტში საქართველოს პირველ ლედისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
