ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა გადაიხადა
ბუქარესტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა გადაიხადა. სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს მადრიდში საქართველოს საელჩოსა და ბარსელონაში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში. ირლანდიაში საქართველოს საელჩოში ჩანაწერები დატოვეს დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა. უწმინდესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
