ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლსიის წმინდა სინოდს მიუსამძიმრა ბრიტანეთის მეფემ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლსიის წმინდა სინოდს მიუსამძიმრა ბრიტანეთის მეფემ. ჩარლზ მესამემ 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა გაიხსენა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ მეორესთან.
