კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ. სწორედ ამ გზაზე ექნებათ საშუალება მასთან გამოთხოვების იმ ადამიანებს, ვინც პანაშვიდზე ამ დრომდე ვერ მივიდა. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე მიადევნოს თვალი სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
