წირვა სამების საკათედრო ტაძარში
22 მარტი, 2026 წელი. ამ თარიღს და ამ დღის ყველა მოვლენას ისტორია შეინახავს. „ქრონიკა“ იწყებს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მძიმე, ემოციური, სევდიანი და ტკივილიანი დღის გაშუქებას. ჩვენ ჩვენს პატრიარქს ვეთხოვებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. სამებაში წირვის დროს დატოვებული იქნება ერთი დერეფანი, სადაც მრევლს უწყვეტად ისევ შეეძლება შესვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
