„პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან“ - ასე მოიხსენია მასპინძელი ქვეყნის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფოა
„პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან“ - ასე მოიხსენია მასპინძელი ქვეყნის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფოა. უნგრეთის პრემიერმა თავის გამოსვლაში, ქვეყნის შიდა საქმეებში ბრიუსელის ჩარევაზე და მოახლოებულ არჩევნებზე ილაპარაკა. კონფერენციაზე ვიდეო მიმართვისას დონალდ ტრამპმა კი ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა გამოუცხადა
