პრემიერ-მინისტრმა ბუდაპეშტში ვიზიტი უკვე დაასრულა და უნგრეთი დატოვა
პრემიერ-მინისტრმა ბუდაპეშტში ვიზიტი უკვე დაასრულა და უნგრეთი დატოვა. მანამდე ირაკლი კობახიძე შეხვდა ვიქტორ ორბანს. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში
