კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით, სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით, სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა. ასევე, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია, რათა სამძიმარი გამოეხატა ილია II-ის გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. სამძიმრის გამოსახატად ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხამეტ კონუსპაევმა. კვიპროსში კი საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. საელჩოში სტუმრობისას გაიხსენა მისი უწმინდესობის ისტორიული ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში 2014 წელს და ხაზი გაუსვა ორი ეკლესიის მჭიდრო, ისტორიულ კავშირებს. სამძიმრის გამოსახატად უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეწვია საქართველოს საელჩოს. მან პატივი მიაგო ილია II-ის ხსოვნას. ილია მეორის გარდაცვალების გამო, ქართველ ხალხს უსამძიმრებს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი. ტომ ბერენდსენი აღნიშნავს, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს უსურვებს ამ რთულ პერიოდში. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი, ეწვია და პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ვოიჩეხ კოლარსკის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია, რომ პირადად ესტუმრა საქართველოს საელჩოს და ამგვარად გამოხატა პატივისცემა და თანადგომა ქართველი ხახლის მიმართ ამ მძიმე წუთებში. ნატო-თან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, პარტნიორობების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ელჩმა კევინ ჰამილტონმა
