კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ქუჩებში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ქუჩებში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. ძალაში რჩება სამების ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული შეზღუდვები. ქვეითად მოსიარულეები დღეს და ხვალ მეტროსადგურ "ავლაბრიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლას მხოლოდ მესხიშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ, ხოლო უკან ჩამოსვლას გონაშვილის ქუჩის გავლით. ყველა სხვა მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია
