საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოხატული გულწრფელი პირადი სამძიმარი. საელჩოში სტუმრობისას პალატის პრეზიდენტმა გაიხსენა მისი უწმინდესობის ისტორიული ვიზიტი კვიპროსში 2014 წელს და ხაზი გაუსვა ორი ეკლესიის მჭიდრო, ისტორიულ კავშირებს. კვიპროსში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს და ქართველ ერს მიუსამძიმრეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კვიპროსის რესპუბლიკაში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. საელჩო მადლობას უხდის კვიპროსის ეკლესიას, მთავრობას, წარმომადგენლობით პალატას და აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გამოხატული თანაგრძნობისთვის
