თელავში მრევლმა შეკრება ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან დაიწყო
თელავში მრევლმა შეკრება ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან დაიწყო. დაახლოებით 1 საათში მომლოცველები უკვე თბილისში გამოემგზავრებიან და სამოქალაქო პანაშვიდს შეუერთდებიან. 12:00 საათზე კი ალავერდის მამათა მონასტერში ჩატარდება კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. ილია მეორის პატივსაცემად კახეთის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულია მისი ფოტოები, ხოლო თელავის თეატრის გვერდზე დამონტაჟებულ მონიტორზე უწმინდესის ფოტოებს აჩვენებენ
