სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი და სასულიერო პირები დაიძრნენ წალენჯიხიდანაც
სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი და სასულიერო პირები დაიძრნენ წალენჯიხიდანაც. როგორც ამბობენ ისინი ამაყები არიან პატივი მიაგონ ეპოქალური პიროვნების ხსოვნას და ბოლო გზაზე გააცილონ ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. ბოლო სამი დღეა თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან. ტრანსპორტის განრიგისა და მარშრუტის შესახებ ინფორმაციები მუნიციპალიტეტების ოფიციალურ გვერდებზეა განთავსებული. დამატებით რეისები ზუგდიდიდან და ფოთიდან დანიშნა საქართველოს რკინიგზამაც
