პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი აჭარიდანაც გამოემგზავრა
პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი აჭარიდანაც გამოემგზავრა. ასობით მოქალაქე დილიდან შეიკრიბა ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და შუახევში. მათთვის სპეციალური ტრანსპორტი გამოიყო. მლოცველები სამების საკათედრო ტაძარში შეუერთდებიან იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ჩამოდიან. ისინი საუბრობენ პატრიარქის როლზე ქვეყნის ისტორიაში. დამატებით რეისები ბათუმიდან საქართველოს რკინიგზამაც დანიშნა. ავტოკოლონა ბათუმიდან ხვალაც გამოემგზავრება
