საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს ყვარელსა და თელავში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს ყვარელსა და თელავში. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ტაძარში ღვთისმსახურებას მონასტრის წინამძღვარი უძღვებოდა. პანაშვიდი უწყვეტი გალობით წარიმართა და მას მხოლოდ მღვდელმსახურები და ბერ- მონაზვნები ესწრებოდნენ. პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს თელავის, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშიც.
