დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება
დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება. თბილისის მეტრო, 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს ღამის 02:00 საათამდე მოემსახურება. ასევე, 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები. შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
