სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. ამის მიუხედავად, ტაძარი, ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უკვე მესამე დღეა ხალხით არის სავსე. პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგი დიდია. 21 და 22 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზუსტად 12 საათზე ყველა ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარი დაირეკება.
