საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს ყვარელში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს ყვარელში. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ღვთისმსახურებას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი უძღვებოდა. პანაშვიდი უწყვეტი გალობით წარიმართა და მას მხოლოდ მღვდელმსახურები და ბერ- მონაზვნები ესწრებოდნენ. პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს თელავში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშიც. ღვთისმსახურებას დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი გაუძღვა.
