სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, რეგიონებიდან თბილისში წამომსვლელებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, რეგიონებიდან თბილისში წამომსვლელებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. გადაწყვეტილება პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო. მოქალაქეებს როგორც ქალაქებიდან, ისე ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებიდან შეეძლებათ წამოსვლა თბილისის მიმართულებით. მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.
