პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით, საქართველოში გლოვის დღეები გაგრძელდება
პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით, საქართველოში გლოვის დღეები გაგრძელდება. სამების საკათედრო ტაძარი, ეზო და ტაძართან მისასვლელი გზები ხალხით არის სავსე. ასე იყო მთელი ღამის განმავლობაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებლად და პატივის მისაგებად, სამებაში უამრავი ადამიანი მიდის.
