დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება
დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება. თბილისის მეტრო, 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს ღამის 02:00 საათამდე მოემსახურება. ასევე, 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები. შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის. მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით. ბილეთებს მოქალაქეები სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით აიღებენ.
