ილია მეორის სულის მოსახსენიებლად და პატივის მისაგებად, სამებაში უამრავი ადამიანი მიდის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებლად და პატივის მისაგებად, სამებაში უამრავი ადამიანი მიდის. ხალხის ნაკადი არ წყდება. ეს არის კადრი, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვიღებთ და რომელიც კარგად ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას კათოლიკოს პატრიარქის მიმართ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე პატრიარქის ფოტოებია გამოფენილი. საქართველო ილია მეორეს გლოვობს. ქვეყანაში გლოვის დღეებია, რაც პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
