მეორე დღეა საქართველო სულიერ მამას გლოვობს
მეორე დღეა საქართველო სულიერ მამას გლოვობს. ილია მეორე, რომელიც ქვეყნის მორალური ავტორიტეტი და საზოგადოების კონსოლიდაციის სიმბოლო იყო. ადამიანი, რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ეროვნული ტრადიციების დამცველად მოგვევლინა და ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის მუხლჩაუხრელად შრომობდა. დიდი იყო ილია მეორის როლი ერის გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის განვითარებასა და სულიერი ღირებულებების დაცვაში. საქართველო მართლაც რომ ეპოქალურ ადამიანს ემშვიდობება
