ევროპის სახალხო პარტია 50 წლის იუბილეს აღნიშნავს
ევროპის სახალხო პარტია 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. გაფართოებულ სამიტზე გამოაქვეყნეს განცხადება. უკრაინის საკითხს ეთმობა მოკლე თავი, სადაც იკითხება, რომ უკრაინაში კორუფციულ პრობლემებთან ერთად, პრობლემებია მედიათავისუფლების მიმართულებითაც. საუბარია ევროკავშირში უკრაინის გაწევრების პერსპექტივაზეც. ამ განცხადებაშივე მიუთითებენ, რომ მხარს უჭერენ დამსახურებაზე დაფუძნებულ წევრობას. განცხადებაში არც რუსეთზე და არც რუსულ აგრესიაზე არაფერია ნათქვამი. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი
