საქართველოში ამერიკის საელჩო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ამერიკის საელჩო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 ათასამდე დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა . გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი . განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდი დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ ვიდრე ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ. მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად
