კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომეხი ხალხის და პირადად მისი სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიუსამძიმრა
კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომეხი ხალხის და პირადად მისი სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიუსამძიმრა. ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღეს უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი - ამის შესახებ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა
