ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, მარტა კოსის დასაკითხად სპეციალური მოსმენის გამართვას ითხოვს
ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, მარტა კოსის დასაკითხად სპეციალური მოსმენის გამართვას ითხოვს. პოლიტიკოს ცნობით, კონსერვატორებს სურთ მწვავე კითხვები დაუსვან გაფართოების საკითხებში ევროკომისარს იმ ბრალდებებთან დაკავშიერბით, რომლის თანახმად მარტა კოსი ახალგაზრდობაში ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან დანამშრომლობდა. თავად კოსი, ბრალდებებს უარყოფს. მის გამოსაკითხად სპეციალური მოსმენის მოთხოვნის შესახებ, ევროკომისრის ოფისმა კომენტარი არ გააკეთა. იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ბრალდებები მარტა კოსის წინააღმდეგ მას შემდეგ განახლდა, რაც ევროპის სახალხო პარტიის ევროდეპუტატმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ახალ მტკიცებულებებს ფლობს.
