პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველო სამძიმარს იღებს
პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველო სამძიმარს იღებს. ხელისუფლების პირველმა პირებმა სამძიმრის წერილები მიიღეს თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. პრემიერ მინისტრს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა თურქეთის პრეზიდენტმა. აზერბაიჯანის მილი მეჯლისის და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეებისგან მიიღო სამძიმრის წერილი პარლამენტის თავმჯდომარემ.
