საქართველოში წმნიდა საყდრის დესპანმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა
საქართველოში წმნიდა საყდრის დესპანმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ილია მეორის გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში, სერბეთის პატრიარქმა. სამძიმრის წერილში სერბეთის პატრიარქმა, ილია მეორეს „საყვარელი ძმა“ და ქართველი ხალხის „დაუვიწყარი მამა“ უწოდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს, წმიდა სინოდსა და ქართველ მრევლს, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, იგნატიუს აფრემ მეორემ. ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი იოანე კი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, რომ ილია მეორე გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციებისადმი ერთგულებით და მრევლისადმი სიყვარულით.
