გლოვის დღეები ქვეყანაში პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება
გლოვის დღეები ქვეყანაში, პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია მეორეს, კვირას , 22 მარტს, სიონში დაკრძალავენ. სასულიერო პირების თქმით, ეს თავად პატრიარქის სურვილი იყო. დაკრძალვას დაესწრება მსოფლიო პატრიარქი. ინფორმაციას გვიდასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყოვლად უწმინდესმა ბართლომემ, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, სადაც მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად თავისი გულითადი სამძიმარი გამოხატა.
