ქართული ღვინო გერმანიაში
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, „პრო ვაინ დუსელდორფზე“ წარდგნენ. გაიამართა ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, განსაკუთრებული ყურადღება კი ქვევრის ღვინოებზე გამახვილდა. „პროვაინ დუსელდორფი“ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარი, ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
