პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე კლინკაში რჩება. გვიან ღამით ქართველ მედიკოსებს რეანიმატოლოგი თურქეთიდანაც შეუერთდება. საპატრიარქომ მორწმუნეებს და სამღვდელოებას ლოცვისაკენ მოუწოდა. ილია მეორეს გამოჯანმრთელებას უსურვებენ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები. კავკასიის მედიცინის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობაა, ცოტა ხნის წინ ადგილზე პრეზიდენტიც მივიდა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
