ნიკა გვარამია აღიარებს, რომ ოპოზიციის გაერთიანების დაკვეთა ქვეყნის გარედან მიიღეს
ნიკა გვარამია აღიარებს, რომ ოპოზიციის გაერთიანების დაკვეთა ქვეყნის გარედან მიიღეს. განსხვავებულ მოცემულობას ამტკიცებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში ამბობენ, რომ გაერთიანებასთან უცხოელ პარტნიორებს საერთო არაფერი აქვთ. სახელისუფლებო გუნდისთვის კი ნიკა გვარამიას განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია ნებისმიერ გადაწყვეტილებას გარე ძალების მითითებით იღებს.
